LABARATI - სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა

პერსონალის შესვლა/გასვლის აღრიცხვის თანამედროვე სისტემა

ტაბელებით და დეტალური ანალიტიკით ერთ სივრცეში. სამუშაო დროის 100% კონტროლი. მაქინაციებისა და რუტინის გარეშე.

Labarati Terminal
სცადეთ 10 დღე უფასოდ

100% დაცვა მანიპულაციებისგან

ჩვენი სისტემა გამორიცხავს თაღლითობას. თანამშრომელი ვერ შეძლებს სახლიდან ან სხვა ადგილიდან მოსვლის აღნიშვნას.

QR + GPS

QR-კოდი

თანამშრომელი ასკანირებს ეკრანზე გამოსახულ დინამიურ QR-კოდს თავისი ტელეფონით. სისტემა ამოწმებს მის GPS ადგილმდებარეობას — თუ ის არ იმყოფება ობიექტზე, აღნიშვნა არ ფიქსირდება.

დინამიური QR-კოდი იცვლება ყოველ რამოდენიმე წამს, მისი ფოტოს გადაღება და სხვისთვის გაგზავნა აზრს კარგავს.
მაგრამ თუ თქვენთან სუპერგმირი ფლეში მუშაობს და მოასწრებს QR-კოდის სხვა თანამშრომლისთვის გადაგზავნას, GPS კონტროლის სისტემა დაინახავს, რომ თანამშრომელი არ იმყოფება ობიექტზე და აღნიშვნა არ ფიქსირდება.

ბიომეტრიული იდენტიფიკაცია

ჩვენი ინოვაციური Face ID ტექნოლოგიით, პერსონალის იდენტიფიკაცია ხდება წამებში. გამორიცხავს სხვისი ბარათით გატარებას (Buddy Punching) და უზრუნველყოფს 100%-იან სიზუსტეს.

100% დაცვა მაქინაციებისგან
ამოცნობა 1 წამზე ნაკლებ დროში
უსაფრთხოა და არ ინახავს ფოტოებს
იდეალურია იმ შემთხვევისთვის, როდესაც თანამშრომელს არ აქვს სმარტფონი აპლიკაციის დასაყენებლად.
Face ID Technology
SCANNING...

მობილური აპლიკაცია

ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია თანამშრომლების QR კოდით სკანირებისთვის

სამი სამუშაო რეჟიმი

ერთ სისტემაში — მხოლოდ შესვლა-გასვლა, შესვლა-გასვლა დაგვიანებებით, ან სრული ტაბელი გრაფიკით. რეჟიმი შეგიძლიათ აირჩიოთ კომპანიის კაბინეტის პარამეტრების გვერდზე.

Light

მხოლოდ შესვლა-გასვლა

  • სისტემა მუშაობს როგორც უბრალო აღრიცხვა — აფიქსირებს მხოლოდ თანამშრომლის შესვლას და გასვლას.
  • დაგვიანება არ ფიქსირდება, რადგან არ გამოიყენება ტაბელი და თანამშრომლებისა და ობიექტების გრაფიკი.
Hybrid

დაგვიანებების აღრიცხვა

  • სისტემა აფიქსირებს შესვლას და გასვლას.
  • დაგვიანება ავტომატურად ფიქსირდება თანამშრომლის ან ობიექტის გრაფიკის მიხედვით.
  • ტაბელი, ცვლის დახურვა და თანამშრომლის კომენტარი არ არის საჭირო.
  • დაგვიანება ჩანს კომპანიის კაბინეტში.
Full

სრული ტაბელი

  • ჩართულია ტაბელი და სამუშაო გრაფიკი — დაგეგმილი ცვლები, აღრიცხვა და ანგარიში ერთ სივრცეში.
  • დაგვიანებები და გრაფიკით განსაზღვრული გამოტოვებული ცვლები — სისტემა მათ ავტომატურად ავლენს და ასახავს თქვენს კაბინეტში.
  • ცვლის დახურვის მექანიზმი — ავტომატური დახურვა ან ხელით დადასტურება; „დაუხურავი ცვლების“ კონტროლი და კომენტარის დატოვება აპლიკაციიდან.
  • ცვლის დაწყება გრაფიკამდე — ისაზღვრება, თუ რამდენი საათით ადრეა დასაშვები სკანირება. თუ სკანირება დაშვებულ დროზე ადრე მოხდა, ის არ ჩაითვლება და საჭირო იქნება ხელახალი სკანირება.
  • დაშბორდზე არსებული კონტექსტი და შეხსენებები ითვალისწინებს გრაფიკს — თქვენ ზუსტად ხედავთ მიმდინარე სტატუსებს: ვინ მუშაობს, ვინ აგვიანებს ან ვის აქვს გაცდენა.

პროექტის შესაძლებლობები

რატომ LABARATI?

LABARATI — სკანირების ტერმინალი

ტარიფები

Enterprise Security

თქვენს სერვერზე განთავსებაOn-Premise

კორპორაციებისთვის, ბანკებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების მკაცრი პოლიტიკა. ჩვენ განვათავსებთ LABARATI-ს თქვენს სერვერებზე. მონაცემების სრული კონტროლი და ინტეგრაცია შიდა სისტემებთან (ERP/HR).

გაქვთ კითხვები?

შეავსეთ ფორმა და მიიღეთ ამომწურავი პასუხები უფასო კონსულტაციაზე

თანამშრომლების რაოდენობა